20.6 C
Tbilisi
პარასკევი, ივნისი 12, 2026
banner

ტრამპის მიერ პუტინისთვის მიცემული ათდღიანი ვადა იწურება – რას უნდა ველოდეთ ხვალიდან

ტრამპის მიერ უკრაინაში ომის დასასრულებლად პუტინისთვის მიცემული 10-დღიანი ვადა დღეს იწურება. ტრამპის დაპირების თანახმად, თუ რუსეთი უკრაინაში ომს არ შეწყვეტს, აშშ მას მეორედ სანქციებს დაუწესებს.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, საჭიროა თუ არა, რუსეთის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს, ვიდრე დონალდ ტრამპს შეხვდება, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, მსგავსი შეხვედრის საჭიროება არ არსებობს.

„მას ერთი დღე აქვს დარჩენილი. ვნახავთ, რას იტყვის [პუტინი]. ეს მასზე იქნება დამოკიდებული. ძალიან იმედგაცრუებული ვარ…
მათ სურთ ჩემთან შეხვედრა და მე ყველაფერს გავაკეთებ მასობრივი მკვლელობების შესაჩერებლად. წინა თვეში 14 000 ადამიანი დაიღუპა. კვირაში 4000-5000 ადამიანი. არ მიყვარს დიდხანს ლოდინი. ეს სირცხვილია. ესენი ძირითადად ჯარისკაცები არიან – უკრაინელი და რუსი ჯარისკაცები, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობა. რაკეტებს ისვრიან და ღამღამობით 35-40 ადამიანი იღუპება, რაც საშინელებაა“, – განაცხადა ტრამპმა.

banner
წინა სტატიაშითბილისი 16-წლამდელთა ევრობასკეტს უმასპინძლებს – საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი საქართველოს ბანკია
შემდეგი სტატიაპირი, რომელმაც ქარელში ერთი კაცი მოკლა და ორი პოლიციელი დაჭრა, დაკავებულია