ტრამპის კომპანიებს გადასახადის გადაუხდელობას ედავებიან

აშშ-ს ექს-პრეზიდენტის დონალდ ტრამპის კომპანიებს და მის ფინანსურ დირექტორს გადასახადებთან დაკავშირებით თაღლითობაში დასდეს ბრალი – Associated Press-ი წერს.

როგორც ვრცელდება, ტრამპის კომპანიები 16 წლის მანძილზე გადასახადებს ბოლომდე არ იხდიდნენ სპეციალურად შექმნილი სქემით, რომელიც “თანამშრომლების ირიბ კომოპნსაციაზე” ფორმდებოდა, კერძოდ, საცხოვრებლის დაქირავებაზე, სწავლებებზე ან მანქანებზე.
თვითონ ტრამპს ბრალს არაფერში სდებენ, მაგრამ პროკურორებმა აღნიშნეს, რომ მას ხელი აქვს მოწერილი რამდენიმე ქვითარზე, რომელიც საქმეში ფიგურირებს.

ორწლიანი გამოძიების შემდეგ, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის ირგვლივ მიმდინარეობდა, ეს პირველი სისხლის სამართლებრივი ბრალდებაა.

The Trump Organization არის ორგანიზაცია, რომელიც ექს-პრეზიდენტის ბიზნეს-ოპერაციებს ანხორციელებდა, მათ შორის, საოფისე შენობებში, სასტუმროებში, გოლფ-კლუბებსა და სხვა ადგილებში ინვესტიციას. მას შემდეგ, რაც ტრამპი პრეზიდენტად აირჩიეს, ორგანიზაციას მისი შვილები განაგებდნენ.
საბრალებო აქტში საუბარია იმაზე, რომ 2005 წლიდან The Trump Organization-მა და მისმა ფინანსურმა დირექტორმა ალენ ვაისელბერგმა საგადასახადო სამსახურებს ფულის ნაწილი დაუმალეს და მას მაღალი თანამდებობის პირებს პრემიის სახით ურიგებდნენ.

თუკი ალენ ვაისელბერგს ბრალი დაუმტკიცდება, მას 5-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიაშშ-სა და ნატოს სამხედროები ავღანეთის მთავარი ბაზიდან გავიდნენ
შემდეგი სტატიარუმინეთის უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში აფეთქება მოხდა