„ტრამპის კლასი“ – ამერიკას ახალი საბრძოლო გემები ექნება

აშშ ააშენებს ახალი კლასის თანამედროვე საბრძოლო გემებს. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავისი სახელობის, „ტრამპის კლასის” გემების მშენებლობის გეგმის პრეზენტაცია 22 დეკემბერს გამართა ფლორიდაში, რეზიდენცია მარ-ა-ლაგოში.

აშშ-ის პრეზიდენტმა დაამტკიცა გეგმა „ოქროს ფლოტი”, რომლის მიხედვითაც, დაახლოებით 2,5 წელიწადში უნდა აშენდეს ახალი კლასის ორი გემი. დროთა განმავლობაში მათი რიცხვი ჯერ 10-მდე, შემდეგ კი 25-მდე უნდა გაიზარდოს.

პრეზიდენტ ტრამპის განცხადებით, გემები აღჭურვილი იქნება მოწინავე იარაღით, მათ შორის ზებგერითი და ფრთოსანი რაკეტებით და უახლესი ლაზერული სისტემებით. შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანახმად, ექნებათ ქვეყნის ისტორიაში უდიდესი, უსწრაფესი და უძლიერესი გემები, რომლებიც ამერიკული სამხედრო ფლოტის ფლაგმანები გახდებიან და აშშ-ის სამხედრო უპირატესობას გააძლიერებენ.

ტრამპმა, რომელსაც ადრე არაერთხელ გამოუთქვამს უკმაყოფილება ამერიკული სამხედრო გემების იერსახის გამო, განაცხადა, რომ სამხედრო-საზღვაო ფლოტი ახალი გემების პროექტირებას მასთან ერთად უხელმძღვანელებს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოდან უცხო ქვეყნის 39 მოქალაქე გააძევეს
შემდეგი სტატიაოკუპირებული სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული მთავრობა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტს ითხოვს