ტრამპის კამპანია: რა მოხდებოდა ის რომ ქალი ყოფილიყო

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 1, 2016 02:15

ტრამპის კამპანია: რა მოხდებოდა ის რომ ქალი ყოფილიყო

ტ1სამშაბათს პრაიმერიზე უკვე მეხუთე შტატში გამარჯვების აღნიშვნისას, რესპუბლიკელმა მილიარდელმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დემოკრატი ჰილარი კლინტონი მამაკაცი რომ ყოფილიყო, ხმების 5%-საც კი ვერ დააგროვებდა.
“ყველაფერი, რაც მას გააჩნია, ქალურობის ბანქოა, რასაც ის ათამაშებს, მაგრამ ამ ყველაფერში ის არის მომხიბვლელი, რომ ქალებს კლინტონი არ უყვართ” – განაცხადა ტრამპმა.

– და როგორი წარმატებული იქნებოდა საკუთარი საპრეზიდენტო მარათონი დონალდ ტრამპისთვის, ის ქალი რომ ყოფილიყო – წერს “ბიბისის” კორესპონდენტი კლაუდია ალენი.

არის თუ არა უპირატესობა არჩევნებზე იყო ქალთა სქესის წარმომადგენელი? და გაიმარჯვებდა თუ არა შესაძლო მისის ტრამპი არჩევნებზე?

ჰილარი კლინტონი ქალებში მეტი პოპულარობით სარგებლობს, ვიდრე მამაკაცებში – წერს ამერიკული Vox-ი ანალიტიკური კომპანია Morning Consult-ის მიერ პრაიმერიზებზე ჩატარებული კვლევების შედეგად. გარდა ამისა, ტრამპის მტკიცებების საპირისპიროდ, კლინტონი ქალებში ტრამპზე პოპულარულია, ამასთანავე გაურკვეველია, რატომ უჭერს მხარს ქალების ელექტორატი კლინტონს – იმიტომ რომ ის არსი ქალი, თუ თავისი პოლიტიკური შეხედულებებიდან გამომდინარე.

ტ4

სხვათა შორის, რამდენიმე გამოკითხვიდან ჩანს, რომ ახალგაზრდა ქალბატონები ბერნი სანდერსს უჭერენ მხარს და არა ჰილარი კლინტონს. “ნულოვან თაობას საერთოდ არ აღელვებს ის, რომ კლინტონი ქალია” – წერს ჟურნალისტი მოლი რობერტსი თავის სტატიაში, რომელიც Politico-ში გამოქვეყნდა სათაურით “ჰილარის ქალური პრობლემები”.

თებერვალში გამოცემა FiveThirtyEight-მა კომპანია Morning Consult-ს სთხოვა გამოეკვლია ამომრჩეველზე მუშაობს თუ არა ქალი კანდიდატის ფაქტორი. უმეტესმა რესპოდენტმა უპასახა, რომ კანდიდატი არანაირად არ წარმართავს არჩევანს, თუმცა, ამასთანავე, რესპუბლიკელებში უფრო მეტი ამომრჩეველია, ვინც მამაკაც კანდიდატს უფრო მისცემს ხმას, ვიდერ ქალს.

სინამდვილეში, რესპუბლიკელებში ქალებიც და მამაკაცებიც მამაკაც კანდიდატს ანიჭებენ უპირატესობას.
ტრამპის რიტორიკა, ამდაგვარად, მისი მომხრეების აზრის საპირისპირო არ არის. მის გამოსვლებში კი ოპონენტების მიმართ თავდასხმები მოხშირდა. გამოსვლებში და საკუთარ “ტვიტერზე” ტრამპი ისე ხშირად აყენებს შეურაცხყოფას ოპონენტებს, რომ New York Times-მა შეკრიბა ისინი და სპეციალური სტატია მიუძღვნა სატაურით “210 ადამიანი და ნივთი, რომელსაც ტრამპმა “ტვიტერში” შეურაცხყოფა მიაყენა”.

ამ ყველაფერს რამდენად მიიღებდნენ ამომრჩევლები მისის ტრამპისგან?
სავარაუდოდ, არ მიიღებდნენ – თვლის ლინგვისტიკის სფეროში პროფესორი დებორა ტანენი. მისი თქმით, ქალი, რომელიც მაღალ თანამდებობაზეა, ორმაგად არის შებოჭილი პირობითობებისგან.

“თუკი კანდიდატი ან მენეჯერი ისე საუბრობს ან იქცევა, როგორც მოელიან ქალისგან, ის თვითდაუჯერებელი და არაკომპეტენტურის სტატუსით რისკავს” – წერს ტანენი Washington Post-ში.
“მაგრამ თუკი ის ლაპარაკობს და იქცევა ისე, როგორც ლიდერი, ის მეტად აგრესიული ჩანს და მას აფასებენ ისეთი ეპითეტებით, როგორადაც მხოლოდ ქალს შეაფასებენ” – წერს პროფესორი.

ტ2

ტრამპის ვარცხნილობას და ხელოვნურ რუჯს ეხება იმაზე მეტი საგაზეთო სტრიქონები, ვიდრე სხვა კანდიდატებისას. მაგრამ ქონდა თუ არა ადგილი პირადი ხასიათის თავდასხმებს, რასაც ქალი-კანდიდატები ყოველდღე ეხებიან?
აი, რა თქვა ტრამპმა საპრეზიდენტო მარათონში რესპუბლიკელ კანდიდატზე კარლი ფიორინეზე: “შეხედეთ მის სახეს. ვინ მოისურვებს მას ხმა მისცეს? თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ ეს აშშ-ს პრეზიდენტის სახეა”
“ვფიქრობ, მთელი ქვეყნის ქალებმა კარგად გაიგეს ის რაც თქვით” – უპასუხა ფიორინმა.

ბარაკ ობამამ აღიარა, რომ ქალი-კანდიდატები დამატებითი გამოწვევების წინაშე დგანან და თავის ინტერვიუში Politico-ში საკუთარი საპრეზიდენტო მარათონი გაიხსენა 2008 წელს, როცა მისი ოპონენტი იყო დემოკრატი ჰილარი კლინტონი: “მას ყველაფერი ისე უნდა გაეკეთებინა, როგორც მე, ოღონდ, როგორც ჯინჯერ როჯერსს (ამერიკელი მსახიობი და მომღერალი – რედ), უკნიდან წინ და მაღალი ქუსლებით”.
“ის ჩემზე ადრე დგებოდა, რადგანაც მას ვარცხნილობა ჰქონდა გასაკეთებლი” – იხსენებს ობამა.

ქალი პოლიტიკოსები და სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე მყოფი ქალები ყოველთვის მრავალფეროვნად უნდა გამოიყურებოდნენ, მაშინ, როცა მამაკაცებს შეუძლიათ კოსტუმით და ჰალსტუხით შემოიფარგლონ და ამის დაზოგონ სულიერი ძალები.

დონალდ ტრამპი სამჯერ იყო დაქორწინებული, ორჯერ განქორწინებული. ყავს 5 შვილი. მისი ახლანდელი მეუღლე მელანია სლოვენიიდან არის. ის ყოფილი მოდელია და მასზე 24 წლით არის უმცროსი.
შეეძლო თუ არა ასეთი სიის მქონე ქალს წარმატებული ყოფილიყო პოლიტიკაში? თუ მას მოუხდებოდა თავისი საკონდიტრო ჩვევების ჩვენება და ყოფის სირთულეებზე საუბარი, როცა გსურს კარიერა ოჯახს შეუთავსო?

ტ3

ჰილარი კლინტონის პირად ცხოვრებას (ერთი ქორწილი ცნობილ პოლიტიკოსთან და ერთი შვილი) ათეულობით წელია იხილავენ.
მისი გადაწყვეტილება კი, ქორწინებაში დარჩენილიყო, ზემოთ ნახსენებმა კარლ ფიორინმა დებატებისას წლის დასაწყისში გააკრიტიკა: “მისმინეთ, ჩემთვის ქმარს ის რომ გაეკეთებინა, რაც ბილ კლინტონმა, მე მას დიდი ხნის წინ მივატოვებდი”.
ჰილარის ასევე აკრიტიკებდნენ, მაშინ, როცა ორცხობილის გამოცხობის მაგივრად პოლიტიკაში გადაწყვიტა წასვლა.
“თქვენ იცით, რომ შემეძლო სახლში დავრჩენილიყავი, ორცხობილები გამომეცხო და ჩაის სმები მომეწყო, მაგრამ გადავწყვიტე საკუთარი პროფესიით მემუშავა, რომელიც მე იქამდე შევიძინე, ვიდრე ჩემი მეუღლე საზოგადო ადამიანი გახდა” – განაცხადა ჰილარიმ 1992 წელს, როცა ბილ კლინტონი საპრეზიდენტო არჩევნებისათვის ემზადებოდა.

ტრამპმა რამდენიმე განცხადება გააკეთა, სადაც ველურად საუბრობს საკუთარი ქალიშვილის ივანკას მომხიბვლელობაზე. 2006 წელს, ერთ-ერთ ტოკ-შოუში მან თქვა: “ივანკა რომ არ ყოფილიყო ჩემი ქალიშვილი, მე მას შევხვდებოდი”. 2015 წელს Rolling Stone-ის ჟურნალისტთან კი მან თქვა: “ჰო, ის ისეთი საოცრებაა და თან მზეთუნახავი. მე ბედნიერი რომ არ ვიყო ქორწინებაში და მისი მამაც რომ არ ვიყო …”

თუკი, რომელიმე მკითხველი გაიხსენებს მსგავს ხუმრობებს ქალი პოლიტიკოსებისგან საკუთარ მოზრდილ ვაჟიშვილებზე, მოგვწერეთ – წერს ბიბისის კორესპონდენტი სტატიის ბოლოს.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 1, 2016 02:15

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,108
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics