ტრამპის ინაუგურაციაზე კლინტონები და ბუში იქნებიან

დემოკრატი ჰილარი კლინტონი, რომელმაც რესპუბლიკელ დონალდ ტრამპთან საპრეზიდენტო არჩევნები წააგო, ქვეყნის ახალი მეთაურის ინაუგურაციას მეუღლესთან ერთად დაესწრება.
ცერემონიაზე იქნება ასევე, ჯორჯ ბუშ-უმცროსი მეუღლესთან ერთად – ისინი ადრე ღიად აცხადებდნენ, რომ დონალდ ტრამპის პოლიტიკურ პროგრამას არ ეთანხმებიან. უფროსი ჯორჯ ბუში ცერემონიაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ გამოცხადდება – წერს “ბიბისი”.

ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება. ის ხელისუფლების მშვიდობიანად გადაცემის სიმბოლოა.
აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები 8 ნოემბერს გაიმართა.

banner
წინა სტატიაში“რატიანის წერილს არ იზიარებს რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეების უმრავლესობა”- კალანდაძე
შემდეგი სტატია“სერგო რატიანი დაკავებულია საბოტაჟით..აუცილებლად შეიცვლება „ენმ-ს“ ხელმძღვანელობა”