ტრამპის ინაუგურაციაზე დასასწრებად მიწვევა ივანიშვილის მთავრობაში არავის მიუღია

ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეულ პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე დასასწრებად მიწვევა ბიძინა ივანიშვილის მთავრობის წარმომადგენლებს არ მიუღიათ.

საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დაადასტურა, რომ დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე მიდის.

“მივდივარ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე, ვაშინგტონში ვიქნები ჯო უილსონის დაპატიჟებით”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი: ტრამპის გრენლანდიით დაინტერესების მიზეზი გამოწვეულია პუტინის არქტიკაში ინტერვენციით
შემდეგი სტატიაოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ივანე ლუტიძე და ნიკა მამასტარაშვილი, ასევე ზურაბ ლობჟანიძე თავისუფალნი არიან