აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ NATO ჰორმუზის სრუტის გაწმენდაში დახმარებაზე თანახმაა.
“აშშ ძალიან იმედგაცრუებული იყო NATO-თი, თუმცა ახლა მათ სურთ მოსვლა და სრუტის საკითხში დახმარება. მის გაწმენდას დიდი დრო არ დასჭირდება, ასე რომ – ჩვენ ვაპირებთ სრუტის გაწმენდას. სრუტე გადაადგილებისთვის თავისუფალი არც ისე შორ პერსპექტივაში იქნება ხელმისაწვდომი. როგორც ვიცი, გაერთიანებული სამეფო და კიდევ რამდენიმე ქვეყანა ნაღმმტყორცნებს აგზავნიან” – განაცხადა დონალდ ტრამპმა Fox News-სთან ინტერვიუში.

















