აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მისი ინფორმაციით, აშშ-ის ამჟამინდელი ლიდერი, ჯო ბაიდენი მის წინააღმდეგ ორი საქმის შეწყვეტის ბრძანებას გასცემს, – ამის შესახებ გამოცემა New York Post-ი წერს, რომელსაც ყოფილმა პრეზიდენტმა ინტერვიუ მისცა.
„მან თქვა : „ჩვენი ცნობებით“, ბაიდენი უბრძანებს იუსტიციის სამინისტროს, შეწყვიტოს ტრამპის სისხლისსამართლებრივი დევნა ორ საქმეზე. ჯერჯერობით, ამის საჯარო ნიშანი არ არსებობს“, – წერს New York Post-ი.
ამასთან, გამოცემასთან ინტერვიუში დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის აფასებს სატელეფონო ზარს ჯო ბაიდენისგან, რაც, მისი თქმით, „კარგი და ძალიან კარგია“.
ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ჯო ბაიდენსა და მას შორის ამიერიდან უფრო ცივილური კამპანია იქნება, თუმცა, დონალდ ტრამპს დეტალებზე არ უსაუბრია.