11.8 C
Tbilisi
კვირა, მაისი 17, 2026
banner

ტრამპის განცხადებით, იტალიელ კოლეგას, ჯორჯია მელონის „სიმამაცე აკლია“

ჯორჯია მელონის სიმამაცე აკლია, შოკირებული ვარ მისით, არ ადარდებს, ექნება თუ არა ირანს ბირთვული იარაღი, მას რომ ჰქონდეს ასეთი შესაძლებლობა, ორ წუთში ააფეთქებდა იტალიას,- აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

იტალიურ გამოცემასთან საუბრისას ტრამპმა დასვა კითხვა, „მოსწონთ თუ არა იტალიელებს ის ფაქტი, რომ პრემიერ-მინისტრი მელონი აშშ-ს არ უწევს არანაირ დახმარებას ჰორმუზის სრუტის საკითხში?“.

„ხალხს ეს მოსწონს? ვერ წარმომიდგენია. შოკირებული ვარ მისით. მეგონა, მას ჰქონდა სიმამაცე, მაგრამ შევცდი“, – განაცხადა ტრამპმა.

დონალდ ტრამპის თქმით, მელონი „ფიქრობს, რომ ამერიკამ უნდა გააკეთოს საქმე მის ნაცვლად“.

მანამდე, ჯორჯია მელონიმ რომის პაპთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის კომენტარები „მიუღებლად“ შეაფასა.

„მიუღებელი ის არის, რომ არ ადარდებს, ექნება თუ არა ირანს ბირთვული იარაღი — და მას რომ ჰქონდეს ასეთი შესაძლებლობა, ორ წუთში ააფეთქებდა იტალიას“, – აღნიშნა ტრამპმა.

banner
წინა სტატიაშისათამაშო ბიზნესის სფეროში სანებართვო პირობების შეუსრულებლობისთვის დაწესებული ჯარიმები იზრდება
შემდეგი სტატიამეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი