24.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მაისი 20, 2026
banner

ტრამპის განცხადებით, ირანი დათანხმდა, რომ 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ბირთვული იარაღი არ ექნება

ირანი დათანხმდა, რომ 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ბირთვული იარაღი არ ექნება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

ჟურნალისტებთან საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აშშ ირანთან შეთანხმების დადებასთან ძალიან ახლოსაა.

„ირანთან შეთანხმებას ვდებთ და ეს კარგი შეთანხმება იქნება, ეს იქნება შეთანხმება ბირთვული იარაღის გარეშე. ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი განცხადება, რომ 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მათ ბირთვული იარაღი არ ექნებათ. მოდით, ვიყოთ გულახდილები, 20-წლიანი ლიმიტი არ არსებობს. ვფიქრობ, შანსი გვაქვს. და თუ ეს მოხდება, ნავთობის ფასი მნიშვნელოვნად დაეცემა, ფასები მნიშვნელოვნად დაეცემა, ინფლაცია მნიშვნელოვნად დაეცემა. ამჟამად ირანთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, რაც არ უნდა ძნელი დასაჯერებელი იყოს“,- განაცხადა ტრამპმა.

banner
წინა სტატიაშიქუთაისში ხანძარს 1 ადამიანი ემსხვერპლა
შემდეგი სტატიაგია ხუხაშვილი: წარმოუდგენელი პროცესია, როცა ოპოზიცია ერთმანეთთან ნიშნის მოგებით იწყებს ლაპარაკს