ტრამპის განცხადებით, არალეგალური მიგრაციის კრიზისს ამერიკის ისტორიაში ყველაზე დიდი დეპორტაციის ოპერაციით მოაგვარებს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას არაფერი გაუკეთებია აშშ-ში არალეგალური მიგრაციის შესაჩერებლად.

„ისტორიაში უდიდესი შემოჭრა სწორედ აქ, ჩვენს ქვეყანაში ხდება. ისინი ჩამოდიან დედამიწის ყველა კუთხიდან, არა მხოლოდ სამხრეთ ამერიკიდან, არამედ აფრიკიდან, აზიიდან და ახლო აღმოსავლეთიდან. მოდიან იმ მასშტაბით, რაც აქამდე არასდროს გვინახავს. ეს მართლაც შეჭრაა და ეს ადმინისტრაცია არაფერს აკეთებს მათ შესაჩერებლად“, – აღნიშნა ტრამპმა მილუოკიში, „რესპუბლიკური პარტიის“ ეროვნულ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, უკანონო მიგრაციის შესაჩერებლად დახურავს საზღვარს და დაასრულებს აშშ-მექსიკის საზღვრის გასწვრივ კედლის მშენებლობას.

„დავასრულებ არალეგალური მიგრაციის კრიზისს ჩვენი საზღვრის დაკეტვით და კედლის დამთავრებით, რომლის უმეტესი ნაწილი უკვე ავაშენე“, – აღნიშნა ტრამპმა.

ამასთან, მისი თქმით, „რესპუბლიკური პარტიის“ პლატფორმა აშშ-ის ისტორიაში ყველაზე დიდი დეპორტაციის ოპერაციის დაწყების დაპირებას იძლევა. ტრამპის განმარტებით, მან ეს დეპორტაცია იქნება „კიდევ უფრო დიდი, ვიდრე პრეზიდენტ დუაიტ ეიზენჰაუერის დეპორტაცია.“

banner
წინა სტატიაშიშალვა პაპუაშვილი – ჩვენ არ გვინდა „მხოლოდ“ და „ოღონდ“ წევრობა და ყველაფერი წაუღია წყალს
შემდეგი სტატიაზელენსკი – დონალდ ტრამპთან მუშაობა შრომატევადი იქნება, მაგრამ ჩვენ შრომისმოყვარეები ვართ