აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, ილონ მასკმა უკრაინაში Starlink-ის სამხედრო ვერსიაზე დაწესებული სიჩქარის შეზღუდვები მოხსნა. თუმცა ტრამპს არ დაუკონკრეტებია, პირადად ესაუბრა თუ არა მასკს აღნიშნულ საკითხზე. ინფორმაციას Clash Report-ი ავრცელებს.
„არ მსურს ამაზე საუბარი. ვიცი, რომ ეს ძალიან საინტერესო სიტუაციაა. არ მინდა კომენტარის გაკეთება იმაზე, დავურეკე თუ არა მას მე ან ვინმე სხვამ. ამას მნიშვნელობა არ აქვს. ვფიქრობ, მთავარი ისაა, რომ მან შეზღუდვები მოხსნა“, – განაცხადა ტრამპმა.
მანამდე The Wall Street Journal-მა, ამერიკელ და უკრაინელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპმა ილონ მასკს დაურეკა და უკრაინაში Starlink-ის სამხედრო ვერსიაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნა სთხოვა.
ტრამპის განცხადების თანახმად, შეზღუდვები მოხსნილია, თუმცა მასკთან პირადი სატელეფონო საუბრის ფაქტი არ დაუდასტურებია


















