ევროპელებმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გამო კამათი უნდა შეწყვიტონ და უკრაინაში ომის დასასრულებლად მისი დახმარება დაიწყონ. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.
„რა თქმა უნდა, ომი უკრაინას არ დაუწყია. თქვენ ასევე შეგიძლიათ თქვათ, რომ ამერიკამ შეუტია იაპონიას პერლ-ჰარბორში“, – აღნიშნა ჯონსონმა.
დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ არჩევნები არ უნდა ჩატარდეს ისეთ ქვეყანაში, რომელმაც ძალადობრივი შეჭრა განიცადა. მან მაგალითად მოიყვანა დიდი ბრიტანეთი, სადაც 1935 წლიდან 1945 წლამდე საყოველთაო არჩევნები არ ჩატარებულა.
მან ასევე უარყო, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ნდობის რეიტინგი 4%-ია და აღნიშნა, რომ ის დაახლოებით ტრამპის დონეზეა.
„ტრამპის განცხადებები განკუთვნილია არა ისტორიული სიზუსტისთვის, არამედ ევროპელების შოკირებისთვის. კერძოდ, აშშ-ს შეუძლია, ნახოს 300 მილიარდი დოლარის ოდენობის გაყინული რუსული აქტივები – ძირითადად ბელგიაში. ეს არის ნაღდი ფული, რომელიც შეიძლება და უნდა იყოს გამოყენებული უკრაინისთვის გადახდაში და აშშ-ის მხარდაჭერის კომპენსაციისთვის“, – დაწერა ჯონსონმა.
ამასთან, ჯონსონი სვამს კითხვას: „რატომ უშლის ევროპა ხელს პუტინის ფულის გაყინვას“.
„აშშ ფიქრობს, რომ ბელგია, საფრანგეთი და სხვა ქვეყნები ბლოკავენ. ეს აბსურდია. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ სერიოზულად და სწრაფად“, – აღნიშნა ბორის ჯონსონმა.