ტრამპის გამარჯვების შემდეგ ამერიკელები ახალ ზელანდიაში ემიგრაციით მასობრივად დაინტერესდნენ

ახალი ზელანდიის საიმიგრაციო სამსახურმა, აშშ-ში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ საიტზე ამერიკელი ვიზიტორების მოზღვავებაზე განაცხადა.

გუშინ, სამსახურის გვერდზე აშშ-დან 56 ათასი შესვლა განხორციელდა. საიტის ჩვეულებრივი დღიური ნახვა 2 ათასი იყო ყოველთვის. გარდა ამისა, ერთი დღის მანძილზე დაახლოებით 7 ათასმა ამერიკელმა მიუთითა საიტზე, რომ მათ ახალ ზელანდიაში სწავლის ან ბიზნესის წარმოების სურვილი აქვთ, რაც ორჯერ მეტია ვიდრე ჩვეულებრივად თვეში გაკეთებული განაცხადი.
გუშინ კანადის საემიგრაციო სამსახურის საიტი გაითიშა ბევრი ვიზიტორის გამო. მედია იმტყობინება, რომ ამერიკელები, ტრამპის გამარჯვების შემდეგ, სხვა ქვეყანაში გადასვლაზე ინტენსიურად ფიქრობენ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი : საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობა ღრმავდება
შემდეგი სტატიაობამა ტრამპის თეთრ სახლში მისაღებად ემზადება