reuters-ის გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტოს დონალდ ტრამპის მიერ ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების გადადების შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ ნავთობის ფასი 13%-ზე მეტით შემცირდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბრენტის ტიპის ნავთობის „ფიუჩერსები“ დაახლოებით 17 აშშ დოლარით, ანუ 15%-ით დაეცა და სესიის მინიმუმი, ბარელზე 96 აშშ დოლარი შეადგინა, აშშ-ის West Texas Intermediate ნავთობის ფასი კი 13 აშშ დოლარით, დაახლოებით 13.5%-ით, 85.28 აშშ დოლარამდე შემცირდა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დღეს გაავრცელა განცხადება, რომ მისმა ადმინისტრაციამ ირანთან პროდუქტიული მოლაპარაკებები აწარმოა და ირანის ენერგეტიკული ობიექტების დაბომბვის 5 დღით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.














