ტრამპის ერთი ,,ტვიტით,, ამერიკულმა კომპანიამ 3,5 მილიარდი იზარალა

აშშ-ს ახალი პრეზიდენტის – დონალდ ტრამპის მიერ ,,ტვიტერში,, გამოქვეყნებულმა ერთმა პოსტმა, კომპანია Lockheed Martin-ის აქციები 3,5 მილიარდი დოლარით გააიაფა.
საქმე ეხება კომპანიას რომელიც აშშ-ს სახელმწიფო სამხედრო შეკვეთებზე, კონკრეტულად კი ავიაგამანადგურებელ F-35-ს პროგრამაზე მუშაობს.
,,პროგრამა F-35 და მის ხარჯები კონტროლს არ ექვემდებარება. მილიარდობით დოლარის ეკონომია უნდა მოხდეს და მოხდება კიდევაც სამხედრო და სხვა შესყიდვებზე, 20 იანვრის შემდეგ,, დაწერა ,,ტვიტერის,, საკუთარ გვერდზე დონალდ ტრამპმა, რითაც ცნობილ ამერიკულ კომპანიას მილიარდობით ზარალი მიაყენა.

banner
წინა სტატიაშიგაეროს ახალმა გენერალურმა მდივანმა ფიცი დადო
შემდეგი სტატიასავჩენკომ დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ლიდერებთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა