ტრამპის დეკლარაციის გამოქვეყნების მოთხოვნით პეტიცია შედგა

აშშ-ს 45-ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სრული საგადასახადო დეკლარაციის გამოქვეყნების მოთხოვნით პეტიციამ 100 ათასზე მეტი ხელმოწერა დააგროვა. მიმართვის ავტორები მოითხოვენ, რომ ტრამპმა საგადასახადო მონაცემები გამოაქვეყნოს იმის გასარკვევად, არის თუ არა ტრამპის მოღვაწეობაში ინტერესთა კონფლიქტი.
ხელმოწერები საკმარისია იმისათვის, რომ ის განიხილონ, თუმცა, თეთრი სახლი ვალდებული არ არის მას უპასუხოს ან ის დააკმაყოფილოს.
გასულ წელს ნიუ-იორკის მერმა რუდოლფ ჯულიანმა რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს “გენიოსი” უწოდა იმის გამო, რომ უკანასკნელი 20 წლის მანძილზე მას გადასახადები არ გადაუხდია.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ში უფლებადამცველებმა ტრამპის იმპიჩმენტის კამპანია დაიწყეს
შემდეგი სტატიატერეზა მეიმ განაცხადა, რომ არ მოერიდება ტრამპს უთხრას, როცა ის არ იქნება მართალი