ტრამპის და მაკრონის შეხვედრა: ევროპულ არმიაზე დავა არ მომხდარა

შაბათს, 10 ნოემბერს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს შეხვდა – ტრამპი პარიზში პირველი მსოფლიო ომის დასრულებიდან ასი წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ჩავიდა.
შეხვედრამდე ერთი დღით ადრე ტრამპმა მაკრონი გააკრიტიკა იმის გამო, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა რადიოინტერვიუში განაცხადა, რომ ევროკავშირს საკუთარი არმია სჭირდება ჩინეთისგან, რუსეთისგან და აშშ-სგან თავის დასაცავად. ტრამპმა მაკრონის სიტყვებს “მეტისმეტად შეურაცხმყოფელი” უწოდა საკუთარ “ტვიტერზე”.
ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე ტრამპს და მაკრონს არ უდავიათ არმიაზე, ისინი შეთანხმდნენ, რომ ევროპამ თავდაცვაზე მეტი უნდა დახარჯოს. მაკრონმა საკუთარი პოზიციის დაცვის დროს აშშ-ს პრეზიდენტს მუხლზე ხელი მოუთათუნა.

შაბათს საღამოს მაკრონი საფრანგეთის ქალაქ კომპენში გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შეხვდა. ზუსტად ამ ქალაქში მოხდა მოკავშირეებსა და გერმანიას შორის მშვიდობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა. საღამოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეული პირველი პირებისათვის საზეიმო ვახშამია დაგეგმილი.

banner
წინა სტატიაშიხელისუფლების შიში ძალიან ნათელია, ებღაუჭებიან ძალაუფლებას, ხვდებიან, რომ მათ ძალაუფლებას წყალი შეუდგა
შემდეგი სტატიადემოგრაფიული კრიზისი: საქართველოში მოსახლეობა დაბერებას იწყებს – ახალი მსოფლიო კვლევა