ტრამპის და კიმ ჩენ ინის შეხვედრის დრო განისაზღვრა

აშშ-ს პრეზიდენტისა და ჩრდილოეთ კორეელი ლიდერის კიმ ჩენ ინის შეხვედრისთვის მომზადება აქტიურად მიდის – თეთრი სახლის პრეს-მდივანმა სარა სანდერსმა განაცხადა – Reuters-ი წერს. “სავარაუდო განაწესი შემიძლია გაგაცნოთ: პირველი შეხვედრა საორიენტაციოდ 12 ივნისს სინგაპურის დროით დილის 9 საათზე გაიმართება” – თქვა სანდერსმა.

4 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ჩრდილოეთკორეული დელეგაცია ეძებს მანქანებს, რომელიც ამერიკის პრეზიდენტის მანქანებზე ნაკლები არ იქნება – ტრამპის დელეგაცია სინგაპურში წინასწარ ჩაიყვანს Cadillac-ის ლიმუზინს. ასევე, ცნობილი გახდა, რომ მოლაპარაკებებითვის ეძებდნენ ოთახს, რომელსაც რამდენიმე კარი ექნება. ერთკარიანი ოთახი კატეგორიულად არ შეესაბამება შეხვედრას, რადგანაც იმის შთაბეჭდილება არ შეიქმნას, რომ ერთი ლიდერი მეორეს ელოდება. კიმ ჩენ ინი სად გაჩერდება კონკრეტულად უცნობია.

banner
წინა სტატიაშიჩერნობილის ყველაზე დაბინძურებულ ნაწილში ცეცხლი გაჩნდა
შემდეგი სტატიაგადაარჩინე პენკა – ძროხას ევროკავშირში კლავენ იმიტომ რომ ის სერბეთში “დოკუმენტების გარეშე” გადავიდა