ტრამპის და კიმ ჩენ ინის სადილი ორ საათზე მეტი გაგრძელდა

ხანოიში ჩრდილოეთ კორეის ლიდერისა და აშშ-ს პრეზიდენტის ერთობლივი სადილი ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა – AP წერს. ტრამპმა სასტუმრო Sofitel Legend Metropole Hanoi კიმ ჩენ ინთან შეხვედრიდან 90 წუთის შემდეგ დატოვა. მანამდე მათ მოკლე დიალოგი გამართეს. დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეას “დიდი მომავალი” უწინასწარმეტყველა. “ვფიქრობ, რომ თქვენს ქვეყანას უზარმაზარი ეკონომიკური პოტენციალი აქვს. ვფიქრობ, რომ თქვენ დიდი მომავალი გექნებათ, თქვენ დიდებული ლიდერი ხართ. ჩვენ დაგეხმარებით, რომ ეს მოხდეს” – ტრამპმა უთხრა კიმს.
თეთრ სახლს შეხვედრასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
აშშ-ჩრდილოეთ კორეის პირველი სამიტი 2018 წლის 12 ივნისს სინგაპურში გაიმართა.

banner
წინა სტატიაშიქაიროს მთავარ ვაგზალზე ხანძარს ათობით პირი ემსხვერპლა
შემდეგი სტატიაპარლამენტის თავმჯდომარის შეცვლის საკითხი დღის წესრიგში ეკა ბესელიას გახმოვანებით ვერ დადგება