ტრამპის ცოლმა სტატიის გამო სასამართლოში იჩივლა

ტრამპის ცოლმა სტატიის გამო სასამართლოში იჩივლა

2აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის ცოლმა, მელანიამ, ბრიტანულ The Daily Mail-ს უჩივლა -ამის შესახებ The Guardian-ი წერს. გამოცემის თანახმად, საჩივრის საფუძველი გახდა პუბლიკაციების სერია, სადაც გამოცემა ირწმუნება, რომ 1990-იან წლებში მელანია ტრამპი ესკორტში მუშაობდა. გარდა ამისა, მილიარდელის მეუღლის უკმაყოფილება გამოიწვია სტატიამ, სადაც გამოთქმული იყო აზრი იმის შესახებ, რომ აღნიშნული პერიოდისთვის გოგონა აშშ-ში მუშაობდა ისე, რომ არ გააჩნდა შესაბამისი ვიზა, ანუ დაარღვია ქვეყნის საემიგრაციო კანონი.

მელანია ტრამპმა გაზეთის მტკიცებულებებს 100%-ით ტყუილი უწოდა და თქვა, რომ “ეს უკიდურესად დამღუპველია რეპუტაციისთვის და ღრმად შეურაცხყოფს მას”. მელანიას თქმით, მას ესმის ის, რომ საპრეზიდენტო არჩევნებისას მედია მკლავებს გადახსნის, მაგრამ აშკარა ტყუილი პროფესიონალურ ნორმებს და ადამიანურ წესიერებას სცილდება – თქვა მელანია ტრამპმა.

banner
წინა სტატიაშიჩინეთის სკოლის მოსწავლეები აიძულეს “ტუალეტებში” დაეძინათ
შემდეგი სტატიაერთიანი ნაციონალური მოძრაობა ნაციზმის და კომუნიზმის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს ეხმაურება