დონალდ ტრამპი უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემის ახალ გეგმას გამოაცხადებს და მასში, სავარაუდოდ, თავდასხმითი იარაღიც შევა, მათ შორის, შორსმფრენი რაკეტები, რომლებსაც მოსკოვამდე მიღწევაც შეუძლია.
ამასთან, ტრამპის განცხადება საკმაოდ აგრესიული იქნება, რადგან ის უკვე დარწმუნდა, რომ პუტინი “ტკბილად საუბრობს, მაგრამ შემდეგ ყველას ბომბავს”. უკვე თითქმის გადაწყვეტილია უკრაინისთვის “პატრიოტის” ტიპის რაკეტების გადაცემა, ეს უკვე თავად ტრამპმა დაადასტურა, როცა აღნიშნა, რომ “უკრაინელებს ის ნამდვილად სჭირდებათ” და დაამატა, რომ პუტინის მოქმედებების გამო ძალიან იმედგაცრუებულია.
ამასთან, ბოლო სატელეფონო საუბარში, პუტინმა ტრამპს პირდაპირ მიანიშნა, რომ მომდევნო ორი თვის განმავლობაში ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა უკრაინელები განდევნოს რუსეთის მიერ მიტაცებული ტერიტორიიდან.
✍️ წყარო: Axios


















