ტრამპის ადმინისტრაციამ მსოფლიო მასშტაბით USAID-ის დასაქმებულები შვებულებაში გაუშვა

ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებით, უცხოეთში USAID-ის ყოველი პირდაპირი წესით დასაქმებული პირი ანაზღაურებად შვებულებაში გავა. ამასთან, სააგენტოს ამერიკელი თანამშრომლები, რომლებიც უცხოეთში მუშაობენ, დიდი ალბათობით, აშშ-ში დაბრუნდებიან.

“პარასკევს, 2025 წლის 7 თებერვალს, გლობალურად, USAID-ის პირდაპირი წესით დაქირავებული პერსონალი გავლენ ადმინისტრაციულ შვებულებაში”. – წერია სააგენტოს ოფიციალურ ვებსაიტზე, რომელიც მიმდინარე კვირის დასაწყისიდან აღარ ფუნქციონირებს.

იმ თანამშრომლებს, “რომლებსაც მისიებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფუნქციები აქვთ, მთავარი ხელმძღვანელები არიან და სპეციალურ პროგრამებზე მუშაობენ”, აღნიშნული გადაწყვეტილება არ შეეხებათ.

როგორც Reuters წერს, USAID-ის მიერ დასაქმებულთა რიცხვი 10,000-ს აჭარბებს, რომლის ორი მესამედიც უცხოეთში მომუშავე პერსონალია. სააგენტო მუშაობს 60-ზე მეტ ქვეყანაში და რეგიონულ მისიებში.

როგორც განცხადებაში ასევე წერია, ვაშინგტონი სახელმწიფო დეპარტამენტთან თანამშრომლობით ამზადებს გეგმას, რომლის მიხედვითაც USAID-ის მიერ უცხოეთში დასაქმებული ამერიკელები 30 დღის განმავლობაში აშშ-ში დაბრუნდებიან და მათი მგზავრობის ხარჯებიც ანაზღაურდება.

“მადლობა გაწეული სამსახურისთვის”. – წერია განცხადების ბოლოს.

banner
წინა სტატიაშიშსს: დავაკავეთ 2 ადამიანი, ისინი შშმ პირს სხვებთან სქესობრივი კავშირს აიძულებდნენ
შემდეგი სტატიანიკა გვარამია – ან ჩვენ დავამხობთ ივანიშვილს და გამოვტაცებთ სამშობლოს რუსეთს, ან ეს პროტესტები დარჩება ლამაზ მოგონებად, რაზეც ემიგრაციაში ცრემლებს ვაღვარღვარებთ