აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ირანის წინააღმდეგ ახალი სამხედრო დარტყმების სერიას ამზადებს. ინფორმაციას ტელეკომპანია CBS News და გავლენიანი გამოცემა Axios საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებენ.
მედიის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონსა და თეირანს შორის დიპლომატიური მედიაცია კვლავ გრძელდება, აშშ-ის შეიარაღებული ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი.
გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპს საბოლოო ბრძანება ჯერ არ გაუცია, თუმცა დარტყმები გარდაუვალი იქნება, თუ მოლაპარაკებებში „უკანასკნელ წუთს“ გარღვევა არ მოხდება.
გარდა ამისა, ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურეებმა და დაზვერვის საზოგადოების წევრებმა მიმდინარე უქმეებისთვის დაგეგმილი შვებულებები და გეგმები სრულად გააუქმეს.
თეთრი სახლის სპიკერმა, ანა კელიმ CBS-თან კომენტარში განაცხადა, რომ „პრეზიდენტი აბსოლუტურად მკაფიო იყო იმ შედეგების შესახებ, რაც ირანს დაატყდება თავს, თუ შეთანხმება არ შედგება“.
















