ტრამპი:განიხილება ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის კონტროლის საკითხი

შეერთებული შტატები უკრაინასთან განიხილავს რა ტერიტორიებს შეინარჩუნებს და რას დაკარგავს კონფლიქტის მოგვარების შედეგად, ასევე, ამ საკითხზე საბოლოო შეთანხმების სხვა ელემენტებს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

„ჩვენ გვინდა, რომ რუსეთისგან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება ვიხილოთ. უკრაინასთან ვმსჯელობდით მიწაზე და იმ ნაწილებზე, რომლებიც დარჩება ან დაიკარგება, ასევე, საბოლოო შეთანხმების სხვა ელემენტებზე. საბოლოო შეთანხმების ბევრი დეტალი უკვე განხილულია. ახლა ვნახავთ, არის თუ არა რუსეთი მზად ამისთვის, და თუ არა – ეს მსოფლიოსთვის ძალიან იმედგამაცრუებელი მომენტი იქნება“, – აღნიშნავს ტრამპი.

ტრამპმა, ასევე, დასძინა, რომ განიხილება ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის კონტროლის საკითხიც.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსული მხარე ეთანხმება საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შეთავაზებებს. „თუმცა, გამოვდივართ იქიდან, რომ ეს შეწყვეტა უნდა იყოს ისეთი, რომელიც მიგვიყვანდა გრძელვადიან მშვიდობამდე და აღმოფხვრიდა ამ კრიზისის თავდაპირველ მიზეზებს“, – აღნიშნა პუტინმა. მისივე თქმით, არის ნიუანსები, რომლებზეც მოლაპარაკება უნდა აწარმოონ ამერიკელ კოლეგებთან, შესაძლოა, დაურეკონ ტრამპს და მასთან განიხილონ.

banner
წინა სტატიაშიალექსანდრე (კახა) ლომაია: თუ მან ისევ შეაჩერა იარაღის მიწოდება, ევროპელებსაც იგივე მოსთხოვა, და უკრებსაც აუკრძალა მობილიზაცია, ეს, არსებითად, უკრაინის კაპიტულაციის ტოლფასი იქნება
შემდეგი სტატიატრამპი: ჩვენ განვიხილავდით მიწებს, ვთქვით, რომ ეს არის ის, რისი მიღებაც შეგიძლიათ და ის, რასაც ვერ მიიღებთ, ისინი განიხილავენ ნატოს და ნატოში ყოფნას