ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპთან შესახვედრად ემზადება – მედიის ინფორმაციით, ორი ქვეყნის ლიდერს შორის მოლაპარაკებები, შესაძლოა ხვალ ფლორიდაში გაიმართოს. დასახელებულია სავარაუდო ლოკაცია – ამერიკის პრეზიდენტის რეზიდენცია მარალაგო.
დონალდ ტრამპმა New York Post-თან ინტერვიუში დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ზელენსკის ვიზიტისას სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის კარგი შანსი არსებობს.
„ვფიქრობ, ამის კარგი შანსი გვაქვს…. ვფიქრობ, ახლა მათ [უკრაინა] ამის გაკეთება სურთ და ვფიქრობ, ეს რუსეთსაც სურს. მაგრამ ყოველთვის, როცა ამის გაკეთება ერთს სურს, მაშინ მეორეს აღარ სურს“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ტრამპის განცხადებით, რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულება რთული აღმოჩნდა.
„რვა ომი დავასრულე და ეს ყველაზე რთულია. თუმცა, ამასაც დავასრულებთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.


















