ზელენსკის შეეძლო ამ ომის დასრულება ბევრჯერ. მაგრამ ის ამას არ აკეთებს. ზელენსკის სურს პრობლემების შექმნა მთელი მსოფლიოსთვის. მას სურს პრობლემების შექმნა ჩვენი ფერმერებისთვის რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმით,– ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჟურნალისტებთან საუბრისას.
,,ვფიქრობ, დროა უკრაინამ ახალი პრეზიდენტი აირჩიოს, რომელსაც შეუძლია გარიგების დადება. რატომღაც, ზელენსკი არასდროს დებს გარიგებას. ზელენსკის შეუძლია გააკეთოს ის, რაც სურს, მაგრამ მან უნდა შეწყვიტოს თავდასხმები რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე“,- ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჟურნალისტებთან საუბრისას.
















