25.5 C
Tbilisi
სამშაბათი, ივლისი 14, 2026
banner

ტრამპი: ზელენსკის და პუტინის შეხვედრის წინააღმდეგი არ ვარ

მე ზელენსკის და პუტინის შეხვედრის წინააღმდეგი არ ვარ. მათ თავად მოაგვარონ. ეს მე მივიყვანე ისინი ამ სიტუაციამდე და ვფიქრობ, რომ ყველაფერი მოგვარდება,- განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

,,ახლა ახლოვდება მომენტი, როდესაც რუსეთსა და უკრაინას შორის საკითხი უნდა გადაწყდეს. ეს არის ომი, რომელიც არასდროს უნდა მომხდარიყო. ის არასდროს მოხდებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი. მაგრამ ვფიქრობ, რომ ყველაფერი მოგვარდება”,- განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კითხვაზე, სურს თუ არა მას, მას შემდეგ რაც ზელენსკიმ პუტინს პირისპირ შეხვედრა შესთავაზა, რომ მათ ჯერ აშშ-ის მონაწილეობის გარეშე გამართონ საუბარი.

დღეს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა: “ჯერ კიდევ გუშინ მანახა ეს წერილი ჩემმა პრესსპიკერმა პესკოვმა. სიმართლე გითხრათ, ვერ მოვასწარი გაცნობა. დღეს დილით პესკოვმა კვლავ მომაწოდა ეს ფურცელი, მე ის გადავიკითხე, ზედაპირულად, მაგრამ მაინც. ჩვენი შეხვედრის აზრს ვერ ვხედავ. ზელენსკისთან შეხვედრამდე აუცილებელია კონფლიქტის დარეგულირების გადაწყვეტილებების პოვნა“

გუშინ ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინს ღია წერილი გაუგზავნა და ომის დასრულებისკენ და შეხვედრისკენ მოუწოდა. საპასუხოდ კი პუტინმა განაცხადა, რომ “შეხვედრის აზრს ვერ ხედავს”.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სარჯველაძე: დიუშენის მედიკამენტების შესყიდვაზე ჩვენი პოზიციები ერთმანეთისგან დიდად არც განსხვავდებოდა
შემდეგი სტატიააშშ-მა ჰორმუზის სრუტეში ოთხი ირანული დრონი ჩამოაგდო და ირანში რადარის ობიექტებს დაარტყა