8.8 C
Tbilisi
სამშაბათი, ნოემბერი 17, 2026
banner

ტრამპი: ზელენსკი და პუტინი ერთად უნდა შეიკრიბონ და დაასრულონ ეს აბსურდული ომი

მხოლოდ ის ვიცი, რომ ზელენსკი და პუტინი ერთად უნდა შეიკრიბონ და დაასრულონ ეს აბსურდული ომი,- ამბობს ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჟურნალისტებთან საუბრისას.

,,ამ თვეში მათ 32 000 ადამიანი დაკარგეს ამ ომში და ეს აბსურდულია. ასე რომ, ისინი ერთად უნდა შეიკრიბონ და ეს საქმე დაასრულონ. მათ [ენერგეტიკულ ცეცხლის შეწყვეტაზე] მიაღწიეს შეთანხმებას. იცით, რატომ? იმიტომ, რომ მე ვთქვი, თქვენ შეთანხმებული ხართ-მეთქი. აი, ზუსტად ამიტომ. მათ მიაღწიეს შეთანხმებას იმიტომ, რომ მე ვთქვი, ისინი შეთანხმებულები არიან-მეთქი, და ეს საქმე მოსაგვარებელია. ვფიქრობ, მათ სურთ გარიგების დადება, მაგრამ არ იციან, როგორ. თუმცა, ჩვენ მათ მოვაპოვებინებთ გარიგებას. პუტინს სურს გარიგების დადება და ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ზელენსკისაც მოუნდეს გარიგების დადება. ვფიქრობ, რეალურად პუტინს უფრო სურს შეთანხმების მიღწევა, ვიდრე ზელენსკის“,-ამბობს დონალდ ტრამპი.

banner
წინა სტატიაშიდეპუტატი პაატა კვიჟინაძე: ფასები ისე არ იზრდება, როგორც იზრდება პენსია და ხელფასი
შემდეგი სტატიარუსთაველზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას გაზმომარაგება ავარიულად 3900 აბონენტს შეუწყდა