“ვაპირებთ, მნიშვნელოვნად შევამციროთ რაოდენობა და ვამცირებთ ბევრად მეტით, ვიდრე ხუთი ათასია”,_ განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.
გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აშშ-ის პენტაგონის ხელმძღვანელმა, პიტ ჰეგსეთმა გერმანიაში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის 5 000 ჯარისკაცით შემცირების ბრძანება გასცა.
მანამდე კი, 30 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Truth social-ზე დაწერა: “შეერთებული შტატები სწავლობს და განიხილავს გერმანიაში ჯარების შესაძლო შემცირებას; გადაწყვეტილება მიღებული იქნება უახლოეს პერიოდში”.
გარდა ამისა, ტრამპმა მერცი ირანთან დაკავშირებული პოზიციის გამო გააკრიტიკა.
მოგვიანებით, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ გერმანიაში აშშ-ის მხრიდან სამხედრო კონტინგენტის შემცირება მოსალოდნელი იყო, მან ევროპას თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ამ მხრივ გერმანია სწორ გზაზე დგას.

















