14.3 C
Tbilisi
კვირა, ივნისი 7, 2026
banner

ტრამპი: უკრაინის საზღვართან აშშ-ის ჯარების რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს

უკრაინის საზღვართან აშშ-ის ჯარების რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს.

დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გერმანიიდან გამოსული ამერიკული ჯარების ნაწილი შესაძლოა პოლონეთში გადაისროლოს.

“პოლონეთს ეს ძალიან მოეწონებოდა. ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს პოლონეთთან და მე ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს პრეზიდენტ ნავროცკისთან”, – თქვა ტრამპმა.

ამ განცხადებას პოლონეთის თავდაცვის მინისტრი X-ზე გამოეხმაურა:
“პოლონეთი მზადაა მიიღოს დამატებითი ამერიკული ჯარები ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის გასაძლიერებლად და ევროპის კიდევ უფრო უკეთესი დაცვის უზრუნველსაყოფად“, – დაწერა მან.

ტრამპმა გერმანიაში ამერიკული სამხედრო კონტიგენტის 5 000-ით შემცირების გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ მიიღო.

banner
წინა სტატიაში„საქართველო არჩევანის წინაშეა“- წერილი ევროპულ მომავალსა და პოლიტიკური კრიზისის დაძლევაზე
შემდეგი სტატიაახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ