გასულ შაბათს, საღამოს, ნიუ ჯერსიში მდებარე გოლფ კლუბში, სადაც ერთ-ერთ გაქირავებულ დარბაზში ახალგაზრდა წყვილის კრისტინ პიატკოვსკისა და ტეკერ გლედჰილის ქორწილის ცერემონიალი იწყებოდა, დარბაზში უეცრად აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საკუთარი დაცვის წევრებთან გამოჩნდა.
CNN-ის ინფორმაციით, ახალგაზრდა წყვილს გაუხარდა პრეზიდენტის გამოჩენა, რის გამოც საქორწინო ცერემონიაც კი შეწყვიტეს და პრეზიდენტის მილოცვასთან ერთად მასთან ფოტოების გადაღების უფლებაც მიიღეს. პრეზიდენტმა ახალგაზრდებს მიულოცა დაქორწინება და რამდენიმე დამსწრეთაგანს კეპზე, რომელსაც ტრამპის საარჩევნო სლოგანი ,,გავხადოთ ამერიკა კვლავ დიდი,, ეწერა, ავტოგრაფიც დაუტოვა.
https://youtu.be/Hbq4StcYZ24