17.8 C
Tbilisi
შაბათი, ნოემბერი 14, 2026
banner

ტრამპი წითელი კეპითა და წარწერით „ვეტო“ – აშშ-ის პრეზიდენტი რესპუბლიკელების მარცხს ეხმაურება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კონგრესში რესპუბლიკელების მარცხს ეხმაურება და პასუხისმგებლობას, მათ შორის, ტელეკომპანია Fox News-ს აკისრებს.

ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში, Truth Social-ზე, წითელი კეპის ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც წარწერა „ვეტო“ აქვს დატანილი.

„პოლიტიკურ მიმომხილველად ვიქცევი – დადებითი თუ უარყოფითი კუთხით — და ვისაუბრებ იმაზე, თუ რატომ გაიმარჯვეს ან დამარცხდნენ ეს კანდიდატები!“ – წერს აშშ-ის პრეზიდენტი.

ტრამპის განცხადებით, რესპუბლიკელების მარცხზე პასუხისმგებლობა Fox News-საც ეკისრება, რადგან ტელეკომპანია, მისი შეფასებით, მუდმივად და სისტემატურად უთმობს საეთერო დროს დემოკრატიულ ოპოზიციას.

„ამ მარცხებზე პასუხისმგებლობა Fox News-საც ეკისრება, რადგან ის მუდმივად და სისტემატურად უთმობს ეთერს „დუმოკრატ“ ოპოზიციას და კიდევ უფრო აუარესებს ვითარებას“, – წერს ტრამპი.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის კონგრესში დემოკრატებმა კონტროლი მოიპოვეს, რის შედეგადაც დონალდ ტრამპის რესპუბლიკელებმა ორივე პალატაში უმრავლესობა დაკარგეს.

banner
წინა სტატიაშიტრამპი დემოკრატებს ულოცავს და ამბობს, რომ მათ „კარგად იმუშავეს“
შემდეგი სტატიადემოკრატები კონგრესის ორივე პალატას აკონტროლებენ – რა იცვლება ტრამპის პრეზიდენტობის დარჩენილ ორ წელიწადში?