ტრამპი Toyota-ს მექსიკაში არსებული ქარხნების გამო საბაჟო გადასახადების გაზრდით ემუქრება

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ავტომწარმოებელ Toyota-ს მაღალი საბაჟო გადასახადის გადახდა მოუწევს, თუკი კომპანია მექსიკაში ახალ ქარხანას ააშენებს.

“Toyota ამბობს, რომ ქარხნის აშენებას აპირებს სამხრეთ კალიფორნიაში, მექსიკაში. არასდროს. ან ააშენეთ ქარხნები აშშ-ში, ან მაღალი საბაჟო გადასახადი გადაიხადეთ” – ტრამპმა “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე დაწერა.
ტრამპის განცხადებას Toyota-ს პრეზიდენტი აკიო ტოიოდა გამოეხმაურა. მან განაცხადა, რომ Toyota-ს ტრამპის განცხადების გამო არ აპირებს გეგმების შეცვლას, როგორც ეს რამდენიმე დღის წინ Ford-მა გააკეთა. კომპანიის პრეზიდენტის თქმით, პროექტი 2015 წელს დამტკიცდა და მშენებლობა 2016 წელს დაიწყო.
მიუხედავად აკიო ტოიოდას პასუხისა, ტრამპის განცხადების შემდეგ კომპანიის აქციები 0,6%-ით დაეცა.

banner
წინა სტატიაშიდევიდ ბოუიმ მომაკვდინებელი დიაგნოზის შესახებ გარდაცვალებამდე სამი თვით ადრე გაიგო
შემდეგი სტატიადონეცკში მიკროავტობუსი აფეთქდა