28.4 C
Tbilisi
პარასკევი, აგვისტო 7, 2026
banner

ტრამპი: თუ თეირანი მოლაპარაკებების მაგიდას არ დაუბრუნდება, მომავალ კვირას ამერიკა ირანის ელექტროსადგურებსა და ხიდებზე იერიშებს მიიტანს

თუ თეირანი მოლაპარაკებებს არ დაიწყებს, მომავალ კვირას ხიდებსა და ელექტროსადგურებს დავარტყამთ,- ამის შესახებ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

მისი თქმით, ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია გაგრძელდება, ვიდრე ამას საჭიროდ ჩათვლის. ტრამპმა ასევე არ გამორიცხა ირანში სახმელეთო ოპერაციის შესაძლებლობა, თუმცა აღნიშნა, რომ ამის განხორციელებას თავად არ ისურვებდა.

„ხვალ საღამოს მათ ძალიან ძლიერად დავარტყამთ, მომდევნო ღამეს ძალიან ძლიერ დარტყმას ვაპირებთ, მომავალ კვირას კი მათთვის ძალიან ცუდი იქნება, რადგან მომავალ კვირას ელექტროსადგურების ჯერია. მომავალ კვირას ხიდების ჯერიც დადგება. ყველა მათ ელექტროსადგურს გავანადგურებთ. ყველა მათ ხიდსაც გავანადგურებთ, თუ მოლაპარაკების მაგიდასთან არ დასხდებიან და მოლაპარაკებებს არ დაიწყებენ,“ – აღნიშნა ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში.

banner
წინა სტატიაშიამერიკამ ირანის წინააღმდეგ იერიში განახორციელა და პორტების ბლოკადა განაახლა
შემდეგი სტატიაპროკურატურა ბრიტანეთის მოქალაქის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს