აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინს შორის „უზარმაზარი სიძულვილია“. მისი თქმით, ეს სიტუაცია კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას ხელს არ უწყობს. ამის შესახებ ამერიკელმა ლიდერმა დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
კერძოდ, ტრამპს ჰკითხეს, ხედავს თუ არა უახლოეს მომავალში უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების დადების შესაძლებლობას. მან აღნიშნა, რომ თავდაპირველად ფიქრობდა, რომ ამ ომის დასრულება ადვილი იქნებოდა და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ უკვე მოახერხა რვა სხვა ომის მოგვარება.
„იცით, ეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ უნდა გააკეთოს. მე არ უნდა გავაკეთო, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს“, – აღნიშნა ტრამპმა.

















