ტრამპი: “თუ ირანი ადამიანების მკვლელობას დაიწყებს, მაშინ ჩვენ ჩავერევით”

აშშ-ს პრეზიდენტი ირანს კიდევ ერთხელ აფრთხილებს – დონალდ ტრამპი ამბობს, რომ საპორტესტო აქციებში ჩართული დემონსტრანტების დახოცვის შემთხვევაში, აშშ აუცილებლად “ჩაერევა”. ტრამპის თქმით, ირანი მძიმე მდგომარეობაშია.

“ირანი სერიოზულ გასაჭირშია. როგორც ჩანს, ხალხი გარკვეულ ქალაქებს იკავებს, რაც, სულ რამდენიმე კვირის წინ, შესაძლებელი არავის ეგონა. ჩვენ ვითარებას განსაკუთრებული ყურადღებით ვაკვირდებით. მე ძალიან მკაფიოდ განვაცხადე, რომ თუ ისინი დაიწყებენ ხალხის დახოცვას ისე, როგორც ამას წარსულში აკეთებდნენ, ჩვენ ჩავერთვებით. მათ ძალიან მტკივნეულად დავარტყამთ იქ, სადაც ყველაზე მეტად ეტკინებათ. ეს არ ნიშნავს სახმელეთო ჯარების შეყვანას, მაგრამ ნიშნავს ძალიან, ძალიან ძლიერ დარტყმებს იქ, სადაც ეტკინებათ. ჩვენ არ გვინდა, რომ ეს მოხდეს. ასეთი შემთხვევები უკვე ყოფილა, როდესაც პრეზიდენტმა ობამამ მთლიანად უკან დაიხია, მაგრამ… რაც ახლა ირანში ხდება, მართლაც საკმაოდ დაუჯერებელია. ამის ყურება გამაოგნებელია. მათ ცუდად იმუშავეს, საკუთარ ხალხს ძალიან ცუდად ექცეოდნენ და ახლა ამის საფასურს იხდიან. ვნახოთ, რა მოხდება – ჩვენ ყველაფერს განსაკუთრებული ყურადღებით ვაკვირდებით”, – თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაში“პუტინს ევროპის არ ეშინია – მას შტატების ეშინია, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ” – დონალდ ტრამპი
შემდეგი სტატიაირანში 48 მომიტინგე და უსაფრთხოების 14 თანამშრომელი დაიღუპა – მათ შორის არიან ბავშვებიც