“ტრამპი თუ გრენლანდიაში შეიჭრება, ეს ნატო-ს დასასრული იქნება” – დანიის პრემიერი

ტრამპი თუ გრენლანდიაში შეიჭრება, ეს ნატო-ს დასასრული იქნება, – ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა განაცხადა.

დანიის პრემიერ-მინისტრის თქმით, დონალდ ტრამპის განცხადებები სერიოზულად უნდა იყოს აღქმული.

„როდესაც ტრამპი ამბობს, რომ გრენლანდია სურს, ეს სერიოზულად უნდა იყოს აღქმული. თუმცა მე ასევე ნათლად განვაცხადებ, რომ თუ აშშ გადაწყვეტს ნატო-ს წევრ სხვა ქვეყანაზე სამხედრო თავდასხმას, მაშინ ყველაფერი შეჩერდება, მათ შორის ნატო და, შესაბამისად, უსაფრთხოება, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ დამყარდა“, – განაცხადა ფრედერიქსენმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს გრენლანდია საკუთარი ეროვნული უსაფრთხოებისთვის სჭირდება.

დანიას მხარდაჭერა ევროპის ქვეყნების უმეტესობამ გამოუცხადა.

banner
წინა სტატიაში“ჩვენ არ ვამართლებთ არცერთ ქმედებას, რომელიც არღვევს პოლიტიკურ ლეგიტიმურობას და საერთაშორისო სამართალს” – ერდოღანი
შემდეგი სტატიავიქტორ ორბანი მიგრანტთა ბანაკების შექმნასთან დაკავშირებით ბრიუსელის სურვილის წინააღმდეგია