ტრამპი თავის სპეციალურ წარმომადგენელს დანიშნავს უკრაინაში სამშვიდობო მოლაპარაკებების დარგში

ამერიკული ტელეკომპანია Fox News-ის წყაროების თანახმად, აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა ტრამპმა შეიძლება მალე დანიშნოს სპეციალური წარმომადგენელი, რომელიც “რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულების თაობაზე მოლაპარაკებებზე” იქნება პასუხისმგებელი.

ერთ-ერთმა წყარომ ტელეარხს განუცხადა, რომ საუბარია “ძალიან მაღალი რანგის სპეციალურ წარმომადგენელზე” და “დიდი ავტორიტეტის მქონე ადამიანზე”, რომელსაც ტრამპი დაავალებს უკრაინის “მშვიდობიანი მოგვარების მიღწევას”.

banner
წინა სტატიაშიბაიდენ-ტრამპის შეხვედრა – კადრები ოვალური ოფისიდან
შემდეგი სტატიააშშ სპეციალური სანქციების რეჟიმს დეკემბერში მიიღებს – გიგაური ამბობს, რომ სახ.დეპს არჩევნების გაყალბებაში ჩართული პირების სიის შედგენა მოუწევს