7.8 C
Tbilisi
პარასკევი, ნოემბერი 13, 2026
banner

ტრამპი: სულელ ადამიანებს სურდათ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დამეწესებინა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში 74 წლის ამერიკელ სტივენ ჰაბარდს შეხვდა, რომელიც უკრაინის მხარეს ბრძოლისთვის რუსეთში იყო გასამართლებული.

ჰაბარდი, რომელიც რუსეთის ციხიდან 21 ოქტომბერს გაათავისუფლეს, ტრამპთან შეხვედრას დაესწრო. აშშ-ის პრეზიდენტმა განცხადებაში ხაზი გაუსვა რუსეთთან მოლაპარაკების საკუთარ ტაქტიკას და აღნიშნა, რომ პატიმრის დასაბრუნებლად სანქციების დაწესების შანტაჟი კონტრპროდუქტიული იქნებოდა.

„წარმოგიდგენიათ? მე ვესაუბრები პრეზიდენტ პუტინს: „ბატონო პრეზიდენტო, სტივენ ჰაბარდის დაბრუნება მსურს. სხვათა შორის, ჩვენ სანქციებს ახლავე დაგიწესებთ“. სულელ ადამიანებს სურდათ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დამეწესებინა“, — განაცხადა ტრამპმა.

თავად სტივენ ჰაბარდმა შეხვედრაზე დასძინა, რომ „რუსები ამ სანქციებს დასცინიან“

banner
წინა სტატიაშიFitch-მა საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა გააუმჯობესა
შემდეგი სტატიალავროვი: თუ ზელენსკის პუტინთან შეხვედრა სურს, მოსკოვში უნდა ჩამოვიდეს