11.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

ტრამპი: სიამოვნებით ვიხილავდი ირლანდიის გაერთიანებას, ეს ადრე თუ გვიან მაინც მოხდება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შაბათს განაცხადა, რომ „სიამოვნებით იხილავდა“ ირლანდიის გაერთიანებას ბრიტანეთის მართვის ქვეშ მყოფ ჩრდილოეთ ირლანდიასთან და რომ ეს ადრე თუ გვიან მაინც მოხდება.

„პრობლემების შექმნა არ მინდა, თუმცა გეტყვით, რომ სიამოვნებით ვიხილავდი მას გაერთიანებულს“, — განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს დუბლინში ირლანდიის პრემიერ-მინისტრ მიჰოლ მარტინთან შეხვედრის შემდეგ.

„ჩემი გადასახედიდან, ეს ადრე თუ გვიან მაინც მოხდება… ვფიქრობ, ეს ფანტასტიკური ამბავი იქნება. ახლა დიდ ბრიტანეთს ექნება ამაზე თავისი სათქმელი… თუმცა ვფიქრობ, რომ ეს შესანიშნავი რამ იქნება“.

banner
წინა სტატიაშიანა წითლიძე გია ბარამიძის დაკავებაზე: ეს არის რუსეთის დავალება — დააკავეს ადამიანი, რომელიც ქვეყნისთვის იარაღით ხელში იბრძოდა
შემდეგი სტატიაგია ბარამიძე სასამართლო პროცესზე: ჩემი დაკავება სრული სამართლებრივი აბსურდი და ამორალური ქმედებაა