აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან დაგეგმილ მოლაპარაკებებზე მთავარი ყურადღება ხელოვნურ ინტელექტს დაეთმობა.
„სუპერინტელექტი (SI) განხილვის მთავარი თემა იქნება, მაგრამ მსურს ეს ზუსტად ისე დავტოვო, როგორც არის. ჩინეთის პოზიციაც ეს არის… ჩვენი დამცავი მექანიზმი იუსტიციის დეპარტამენტია“, — დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი მეუღლესთან ერთად ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში იმყოფება. ჩინეთის ლიდერსა და პირველ ლედის მერილენდში, ენდრიუსის გაერთიანებულ სამხედრო ბაზაზე, დონალდ და მელანია ტრამპები დახვდნენ.








