აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაუბრუნდა თავის წინა რიტორიკას და განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის მოლაპარაკებებში არანაირი კარტი აღარ აქვს.
მან ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ შესაძლოა რუსეთზე „დამანგრეველი სანქციები“ დაწესდეს, თუ სამშვიდობო შეთანხმება არ იქნება მიღწეული.
ამასთან, მან არ უპასუხა კითხვას, არის თუ არა პუტინი დაბრკოლება მშვიდობისთვის.