ტრამპი, შესაძლებელია, პუტინს გაურიგდეს

დონალდ ტრამპი ვლადიმირ პუტინთან სირიის საკითხზე გარიგებას აპირებს – CNN-მა საკუთარ ორ წყაროზე დაყრდნობით 28 ივნისს გაავრცელა. გარიგება შედგება ჰელსინკში, აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრაზე, რომელიც 16 ივნისს იგეგმება.

CNN-ის ინფორმაციით, ტრამპი მოსკოვს შესთავაზებს ოფიციალურ დამასკოს იორდანიის საზღვრისპირა ტერიტორიები დაუთმოს, რომელსაც აშშ-ს მიერ მხარდაჭერილი ოპოზიციის ძალები აკონტროლებენ. საპასუხოდ კი, ამერიკის პრეზიდენტს სურს გარანტიები ოპოზიციის სხვა რეგიონებიდან მშვიდობიანი გამოსვლის შესახებ და მოითხოვს შეიქმნას სპეციალური ზონები ახალი ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით.

შეთანხმების შედეგად აშშ სირიის კონფლიქტური ზონებიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანას დააჩქარებს – “სიენენი” ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიჟურნალისტები Capital Gazette-ში მომხდარი სროლის შესახებ
შემდეგი სტატია„IT პროფესიული საგანმანათლებლო ქსელი: საუკეთესო პრაქტიკის მაგალითი“ – თემაზე კონფერენცია გაიმართა