15.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

ტრამპი: შემატყობინეს, რომ პროტესტის მონაწილე რვა ირანელ ქალს სიკვდილით აღარ დასჯიან

ამერიკის შეერტებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინფორმაციით, ირანში, პროტესტის მონაწილე რვა ქალს სიკვდილით აღარ დასჯიან.

“ძალიან კარგი ამბავი! ახლახან შემატყობინეს, რომ პროტესტის მონაწილე რვა ქალს, რომელთა სიკვდილით დასჯაც დღეს ღამით ირანში იგეგმებოდა, აღარ მოკლავენ. ოთხ მათგანს დაუყოვნებლივ გაათავისუფლებენ, ხოლო ოთხს ერთთვიანი პატიმრობა მიესჯება.

ძალიან ვაფასებ, რომ ირანმა და მისმა ლიდერებმა პატივი სცეს ჩემს მოთხოვნას, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისას და დაგეგმილი სიკვდილით დასჯა გააუქმეს,_ დაწერა აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშიმედია: პოლიციის თანამშრომელი, რომელიც ქორწილში რუსული ე.წ. ქურდული სიმღერების ფონზე ერთობოდა, გაათავისუფლეს
შემდეგი სტატიაანა წითლიძე: ეს მიშას კი არა, კოლექტიური ლემონჯავების რეპუტაციას აზიანებს