2.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მარტი 11, 2026
banner

ტრამპი: სამწუხაროა, რომ აშშ-გაერთიანებული სამეფოს ურთიერთობები აშკარად აღარ არის ისეთი, როგორიც იყო

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, სამწუხაროა იმის დანახვა, რომ გაერთიანებულ სამეფოსთან ურთიერთობები ისეთი აღარ არის, როგორიც იყო. აღნიშნულის შესახებ ტრამპმა The Sun-თან საუბრისას განაცხადა.

ტრამპის თქმით, არასდროს ელოდა, რომ ოდესღაც „ყველაზე მყარი“ ურთიერთობები ასე შეიცვლებოდა.

„ძალიან სამწუხაროა იმის დანახვა, რომ ჩვენი ურთიერთობა აშკარად ისეთი აღარ არის, როგორიც ადრე იყო. სტარმერი უნდა დაგვხმარებოდა“, – განაცხადა ტრამპმა.

ტრამპმა, ასევე, აღნიშნა, რომ საფრანგეთმა უფრო მეტი მხარდაჭერა გამოხატა აშშ-ის მიმართ, ვიდრე ბრიტანეთმა, რასაც ლონდონისგან არ ელოდა.

„მე ვგულისხმობ, რომ საფრანგეთი შესანიშნავი იყო. ყველა მათგანი შესანიშნავი იყო. დიდი ბრიტანეთი ძალიან განსხვავდებოდა სხვებისგან“, – დასძინა ამერიკელმა ლიდერმა.

banner
წინა სტატიაშისაბერძნეთში ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი 36 წლის მამაკაცი, საქართველოს მოქალაქე დააკავეს
შემდეგი სტატიაირანის „ყუდსის ძალების“ მაღალი რანგის წევრი საზღვაო ფლოტის დარტყმის შედეგად დაიღუპა