ტრამპი სახელმწიფო მდივნად პუტინის მეგობარ ნავთობმაგნატს ნიშნავს

აშშ-ს ახლად არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ამერიკული მედიის ინფორმაციით სახელმწიფო მდივნის პოსტზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინტან კავშირების მქონე ნავთობმაგნატის დანიშვნას აპირებს….
ტელეკომპანია NBC -ს ცნობით, ტრამპის ადმინისტრაციაში სახელმწიფო მდივნის პოსტს აშშ-ში უდიდესი ნავთობკომპანიის ExxonMobil-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, 64 წლის რექს ტილერსონი დაიკავებს.
რექს ტილერსონმა Forbes-ის მიერ 2015 წლის მსოფლიოს ყველაზე გავლენი ადამიანების სიაში 25-ე ადგილი დაიკავა. ნავთობმაგნატი ცნობილია პუტინთან კავშირებით, რის გამოც სახელმწიფო მდივნად მის შესაძლო დანიშვნაზე ცნობილმა ამერიკულმა გამოცემა The Wall Street Journal -მა შეშფოთება ფგამოხატა. აღსანიშნავია აგრეთვე ის ფაქტიც, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რექს ტილერსონი, რომლის კომპანიას თავის ფილიალი რუსეთშიც გააჩნია, 2012 წლის 20 სექტემბერს მეგობრობის ორდენით დააჯილდოვა.
გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპი სახელმწიფო მდივნის პოსტზე თავისი კანდიდატის ოფიციალურ დასახელებას მომავალ კვირას აპირებს.
სააგენტო ,,თაიმერი,,

 

banner
წინა სტატიაში,,ისლამური სახელმწიფო,, დაბრუნდა
შემდეგი სტატია(foto-video) ორი ძლიერი აფეთქება სტამბოლში