ტრამპი საიდუმლო ციხეების აღდგენაზე ფიქრობს

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მითითება გასცა შეისწავლონ ქვეყნის გარეთ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს საიდუმლო ციხეების აღდგენის შესაძლებლობები – წერს Associated Press-ი.
დოკუმენტის თანახმად, სპეცსამსახურების მაღალჩინოსნებს, რეკომენდაცია მიეცათ, უცხოელი გავლენიანი ტერორისტების ადგილზე დაკითხვის პროგრამის აღდგენის შესახებ, რომელიც თავისუფლების შეზღუდვის სპეციალურ ადგილებში მოხდება, ასევე, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს განკარგულებაში მსგავსი ადგილების ქონის შესახებ.

ამასთანავე, პრეზიდენტის მოთხოვნაში განსაკუთრებით აღნიშნულია, რომ აუცილებელია ამერიკული კანონების დაცვა, რომელიც წამებას გამორიცხავს. სააგენტოს ინფორმაციით, სახელმწიფოს მეთაურის ბრძანებამ, შესაძლებელია, გუანტანამოში ციხის დახურვის იდეა დაბლოკოს.

banner
წინა სტატიაშიარასამთავრობოები კონსტიტუციაში პროკურატურის დამოუკიდებლობის გარანტიების დაფიქსირებას ითხოვენ
შემდეგი სტატიაჯვრის უღლტეხილზე გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს