17.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 12, 2026
banner

ტრამპი: საჰაერო სივრცის დარღვევის შემთხვევაში, NATO-მ რუსული თვითმფრინავები უნდა ჩამოაგდოს

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, ნატო-მ უნდა ჩამოაგდოს ის რუსული თვითმფრინავები, რომლებიც მის საჰაერო სივრცეს დაარღვევენ.

ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრამდე, პრესასთან საუბრისას განაცხადა.

კითხვაზე, უნდა ჩამოაგდონ თუ არა ალიანსის ქვეყნებმა რუსული თვითმფრინავები, რომლებიც მათ საჰაერო სივრცეში იჭრებიან, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა: „დიახ, ვფიქრობ, რომ ასეა“.

კითხვაზე, დაუჭერს თუ არა აშშ მხარს ნატო-ს მოკავშირეებს რუსული თვითმფრინავების ჩამოგდებაში, ტრამპმა უპასუხა, რომ ეს „გარემოებებზე იქნება დამოკიდებული“.

„ეს გარემოებებზეა დამოკიდებული, მაგრამ იცით, ჩვენ ნატო-სთან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ჯერ არ აქვს პასუხი იმასთან დაკავშირებით, ენდობა თუ არა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს.

„ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ერთ თვეში შევძლებ, კარგი?“, – ასე უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას, ენდობა თუ არა ტრამპი პუტინს.

ამასთან, ტრამპის განცხადებით, ჯერ მზად არ არის, განიხილოს აშშ-ის მონაწილეობა ევროპელ მოკავშირეებთან ერთად, უკრაინისთვის კონკრეტული უსაფრთხოების გარანტიების მიცემაში.

„ვიმედოვნებ, რომ ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ. ამაზე საუბარი ჯერ კიდევ ნაადრევია“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

banner
წინა სტატიაშიტრამპი: NATO-ს ფინანსური მხარდაჭერით, თავდაპირველი საზღვრები, საიდანაც ეს ომი დაიწყო, საკმაოდ შესაძლებელია. რატომაც არა?
შემდეგი სტატიათუ რუსეთი მზად არ იქნება ომის დასრულების შეთანხმებისთვის, აშშ სრულიად მზად არის დაუწესოს ტარიფების ძალიან ძლიერი პაკეტი, რაც, ჩემი რწმენით, ძალიან სწრაფად დაასრულებს სისხლისღვრას