27.6 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 6, 2026
banner

ტრამპი: რუსეთსა და უკრაინას შორის 3-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდება

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, რუსეთსა და უკრაინას შორის 3-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდება.

“მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომში გამოცხადდება სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი (9, 10 და 11 მაისს). რუსეთში ზეიმი გამარჯვების დღეს უკავშირდება, თუმცა, ანალოგიურად, ეს დღე მნიშვნელოვანია უკრაინისთვისაც, რადგან მათ უდიდესი წვლილი და როლი შეიტანეს მეორე მსოფლიო ომში.
ცეცხლის შეწყვეტა მოიცავს ყოველგვარი კინეტიკური აქტივობის შეჩერებას, ასევე თითოეული ქვეყნიდან 1000 პატიმრის გაცვლას. ეს თხოვნა პირადად ჩემი მხრიდან იქნა დაყენებული და ძალიან ვაფასებ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თანხმობას ამ საკითხზე.
იმედია, ეს იქნება ამ ძალიან ხანგრძლივი, სისხლისმღვრელი და მძიმე ომის დასასრულის დასაწყისი. მოლაპარაკებები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამ ყველაზე მასშტაბური კონფლიქტის დასასრულებლად გრძელდება და ჩვენ ყოველდღიურად სულ უფრო ვუახლოვდებით მიზანს”,-
წერს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ზე.

banner
წინა სტატიაშიპენტაგონმა ამოუცნობ მფრინავ ობიექტებთან დაკავშირებული დოკუმენტების გასაჯაროება დაიწყო
შემდეგი სტატიაახალციხეში, სოფელ აწყურთან მომხდარ ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა